(1:03 / 8.74Mb / просмотров видео: 11100)

სროლა კალიფორნიის ბარში: თავდამსხმელი ყოფილი საზღვაო ქვეითია

32
(განახლებულია 10:41 09.11.2018)

აშშ-ის კალიფორნიის შტატის ქალაქ თაუზანდ-ოქსის ბარში, სადაც კოლეჯის სტუდენტებისთვის ღონისძიება იმართებოდა, ყოფილმა ჯარისკაცმა ცეცხლი გახსნა. იხილეთ ვიდეო შემთხვევის ადგილიდან. 

სტუდენტურ საღამოს ბარ Borderline-ში ასობით ადამიანი ესწრებოდა. თავდასხმას 12 სტუდენტი და ერთი პოლიციელი ემსხვერპლა, რომელიც პირველი გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. გარდა ამისა, დაჭრილია კიდევ 12 ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია თავდამსხმელიც, რომლის ვინაობაც პოლიციამ უკვე დაადგინა. ეს აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ყოფილი ჯარისკაცი, 28 წლის იენ ლონგია, რომელიც შვიდი თვის განმავლობაში გადიოდა სამსახურს ავღანეთში. 

32