ირანმა სირიაზე სარაკეტო იერიში მიიტანა: რაკეტების გაშვების კადრები

გამოწერა
ირანელმა სამხედროებმა სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ახვაზში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორების ობიექტებზე სირიაში, ევფრატის აღმოსავლეთ სანაპიროზე. იხილეთ სარაკეტო იერიშის ვიდეოკადრები

ირანელმა სამხედროებმა სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ახვაზში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორების ობიექტებზე სირიაში, ევფრატის აღმოსავლეთ სანაპიროზე. იხილეთ სარაკეტო იერიშის ვიდეოკადრები.

სარაკეტო დარტყმის შედეგად ლიკვიდირებულია ტერორისტთა დიდი რაოდენობა, არიან დაშავებულებიც, იუწყებიან ირანული საინფორმაციო საშუალებები.

სექტემბრის ბოლოს სამხედრო აღლუმის დროს ირანის ქალაქ ახვაზში სროლა დაიწყო. ბოლო ინფორმაციით, ამ ინციდენტისას დაიღუპა 28 ადამიანი, 60-ზე მეტი კი დაშავდა. სააგენტო IRNA-ს მონაცემებით, მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო დაჯგუფებამ სახელწოდებით "პატრიოტული არაბული დემოკრატიული მოძრაობა ახვაზში", რომელიც საუდის არაბეთთან არის კავშირში.

ორი დღის შემდეგ ირანში დააკავეს 22 ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილი იყვნენ შეტევაში.

ყველა ახალი ამბავი
0