საერთაშორისო სამოდელო კონკურსი Top Teen and Child Model of the planet მეორედ გაიმართა თბილისში. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ გაიმართა ღონისძიების დასკვნითი ნაწილი.
თბილისში უკვე მეორედ გაიმართა სამოდელო კონკურსი ბავშვებსა და მოზარდებს შორის Top Teen and Child Model of The Planet – 2018.
კონკურსში მონაწილეობისათვის საქართველოში 150 ადამიანი ჩამოვიდა 20 ქვეყნიდან – მონაწილეები, მათი მშობლები, სამოდელო კონკურსების დირექტორები, დიზაინერები და ჟიურის წევრები.
ღონისძიების საინფორმაციო პარტნიორია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტი და რადიო „Sputnik-საქართველო“.