ნარკორეალიზატორების დაკავება – კრიმინალური პოლიციის სპეცოპერაციის კადრები

გამოწერა

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარმა სამმართველომ ნარკორეალიზატორები დააკავა. იხილეთ სპეცოპერაციის კადრები. 

სპეცოპერაცია თბილისში, ფონიჭალის დასახლებასა და გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალაში ჩატარდა. დაკავებულია 7 პირი. 

კადრებზე თავიდან ნაჩვენებია, როგორ იძენენ პოლიციის აგენტები ნარკოტიკულ ნივთიერებებს რეალიზატორებისგან, რის საფუძველზეც შემდეგ სპეცოპერაცია ტარდება.

დამნაშავეების ასაკი 23-დან 66 წლამდე მერყეობს. მათი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 18 შეკვრა ჰეროინი, ორი პისტოლეტი, სანადირო თოფი, ორი ცალი შპრიცი ჰეროინის შემცველი სითხით, ფლაკონი ჰეროინის ნალექით და ასევე პრეპარატი „სუბოტექსი“.

გარდა ამისა, ამოღებულია 10 ათას ლარზე მეტი, 26,2 ათასი აშშ დოლარი და 65 ათასი რუსული რუბლი.

ყველა ახალი ამბავი
0