ხარისხის კონტროლი: ანუ როგორია წყნეთი–ბეთანიის ახალი გზა

გამოწერა

Sputnik-საქართველოს კორესპონდენტმა ბეთანია-წყნეთის ახლად გახსნილი გზა მოინახულა და თავად გამოსცადა ჩატარებული სამუშაოების ხარისხი.

2015 წლის 13 ივნისს სწორედ ამ ადგილიდან ჩამოწვა მეწყერი, რომელმაც თბილისის ცენტრში შეიწირა უამრავი ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლე, გაანადგურა ქალაქის ინფრასტრუქტურა, ასევე დიდი ზიანი მიაყენა ზოოპარკსა და ცხოველთა ერთ-ერთ თავშესაფარს. ქვეყნის მთავრობას დაახლოებით სამი წელიწადი დასჭირდა გზის ამ მონაკვეთის აღსადგენად, სადაც დამონტაჟდა ქვათაცვენის საწინააღმდეგო ჯებირები, რაც უსაფრთხოდ მგზავრობის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. ამ ადგილზე ასევე მოეწყო ხედისთვის გამოყოფილი ბილიკი, საიდანაც მგზავრებს შეუძლიათ გადახედონ მიმდებარე სოფლებსა და თბილისის ნაწილს. 

ყველა ახალი ამბავი
0