სტრადივარიუსის მსოფლიოში ერთადერთი გიტარის ჯადოსნური ჟღერადობა

114
(განახლებულია 19:54 16.05.2018)

ყველა ჩვენგანმა იცის, რომ მე-17-18 საუკუნეების დიდი იტალიელი ოსტატი ანტონიო სტრადივარიუსი სრულიად გამორჩეულ, უნიკალურ ვიოლინოებს ამზადებდა. ჩვენამდე ამ განუმეორებელი ინსტრუმენტების 650-მდე ეგზემპლარმა მოაღწია, რომელთაგან თითოეული მილიონობით დოლარი ღირს.

მაგრამ ცოტას თუ სმენია, რომ სტრადივარიუსი ასევე უნიკალურ გიტარებსაც ამზადებდა, თუმცა, ფრიად შეზღუდული რაოდენობით. სამწუხაროდ, დღეისათვის მთელ მსოფლიოში ერთადერთი ინსტრუმენტიღაა შემორჩენილი, რომელზე დაკვრაც შეიძლება.

გადარჩენილ გიტარას Sabionari ჰქვია და შორეულ 1679 წელსაა დამზადებული. მოხდა ისე, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში, მუსიკალური მოდის გავლენით, ინსტრუმენტს სახე უცვალეს. თუმცა მოგვიანებით დანიელ სინიერმა და ფრანსუა დე რიდმა მას თავდაპირველი სახე დაუბრუნეს.

ამჟამად Sabionari კერძო კოლექციონერის მფლობელობაშია და მასზე ოსტატი ლორენცო ფრინანი ზრუნავს. მართალია, მფლობელის სახელი არ კონკრეტდება, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ის კაცი არ არის, ვისაც დიდოსტატის ნამუშევრით ტკბობა მხოლოდ თავად სურს.

ასე რომ, Sabionari მუსიკოს როლფ ლისლევანდის ხელში საქვეყნოდ აჟღერდა.

მოუსმინეთ და ისიამოვნეთ — ეს ამად ღირს.

114
თემაზე
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: ფიტნესის ტრენერის საქმიანობა
"ქართული მარში" "კლუბური აქციის" წინააღმდეგ: მსვლელობის კადრები
ვისი ტოლმა სჯობს: საქართველოში ტოლმის საუკეთესო ნიმუში გამოვლინდა
ადრენალინის ზღვა: სიამოვნება სასიკვდილო რისკის ფასად