როგორ მოვამზადოთ ნატურალური საღებავი სააღდგომო კვერცხებისათვის

გამოწერა

სააღდგომო კვერცხებისათვის ნატურალური საღებავის მომზადების რეცეპტი გაუზიარა "Sputnik-საქართველოს" კულინარმა ნათია მონტგომერიმ

საღებავების მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 2 ცალი დაჭრილი ჭარხალი — ხასხასა წითელი ფერის,  ½ წითელი კომბოსტო — ლურჯი ფერი, ორი სუფრის კოვზი ზაფრანა და ფორთოხლის კანი, 200 გრამი ყვითელი ისპანახის ფოთლები, ½ მწვანე ფერი კაკლის უღელი, 50 გრამი ყავისფერი ხახვის ფოთლები.

ჭარხალი იძლევა ღია წითელ ფერს, წითელი კომბოსტო — ცისფერს, ზაფრანა და ფორთოხლის კანი — ყვითელს, ისპანახის ფოთლები — მწვანეს, კაკლის აპკი — ყავისფერს, ხახვის კანი კი — ოქროს ფერს. ყველა ზემოთჩამოთვლილი ინგრედიენტი მოათავსეთ ქვაბში ცალ-ცალკე, დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი, დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი ძმარი და ხარშეთ 30 წუთის განმავლობაში.

სუფთა ფერის მისაღებად გადაწურეთ ფერი, გააცივეთ და შემდეგ ჩაალაგეთ კვერცხები. ადუღეთ 20 – 30 წუთის განმავლობაში. რომ ადუღდება, გამორთეთ და დატოვეთ კვერცხი ქვაბში რამდენიმე საათის განმავლობაში. რაც უფრო მეტ ხანს დატოვებთ კვერცხებს ფერის სითხეში, მით უფრო მუქი გამოგივათ.

ყველა ახალი ამბავი
0