გუდაურის საბაგირომ ადამიანები დაასახიჩრა - ახალი ვიდეოკადრები თვითმხილველისგან

გამოწერა

სოციალური ქსელებით გუდაურის საბაგირო გზაზე მომხდარი ავარიის ახალი, შოკისმომგვრელი კადრები ვრცელდება. იხილეთ ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ ასახიჩრებს ადამიანებს მწყობრიდან გამოსული საბაგირო

გუდაურში პარასკევს მომხდარი ავარიისას თერთმეტი ადამიანი დაშავდა — ძირითადად, უცხოეთის ქვეყნების მოქალაქეები. ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზების გამო, საბაგირომ უკუსვლით, დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა, სავარძლები ერთმანეთს ეჯახებოდა, წყდებოდა და ხალხთან ერთად ცვივდებოდა მიწაზე. რვა დაშავებულს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა, მათი ნაწილი ვერტმფრენით გადმოიყვანეს თბილისის საავადმყოფოებში. 

ყველა ახალი ამბავი
0