ღვთაებრივი ყვავილები: ბათუმში იაპონური კამელიების გამოფენა გაიმართა

გამოწერა

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში იაპონური კამელიების საგაზაფხულო გამოფენა გაიმართა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა გამოფენა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო იაპონური კამელიების დაახლოებით 80 სახეობა. ღონისძიების ფარგლებში შესაძლებელი იყო არა მხოლოდ ექსპონატებთან გაცნობა, არამედ მათი შეძენაც.

კამელიების მოშენების კულტურა იაპონიაში საუკუნეებს ითვლის. მთელი ისტორიის განმავლობაში კამელიები კულტურულ და ღვთაებრივ სიმბოლოდ მიიჩნეოდა. მაგალითად, კამელია ცუბაკი მზის ქალღმერთ ამატერასუს ერთ-ერთი სიმბოლოა, ხოლო ქრისტიანობის აკრძალვის პერიოდში იაპონიაში იგივე ყვავილი იქცა იესო ქრისტეს სიმბოლოდ კათოლიკე იაპონელებისთვის, რომლებსაც ჯვრის ტარება აეკრძალათ.

ყველა ახალი ამბავი
0