ქაოსი ძაღლების გამოფენაზე: დაჯილდოების ცერემონია პროტესტის გამო ჩაიშალა

გამოწერა

დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ბირმინგემში გმართული ძაღლების გამოფენა Crufts ქაოსით დასრულდა. დაჯილდოების ცერემონიისას, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა, არენაზე მოულოდნელად გაიჭრა უცნობი, რასაც არეულობა მოჰყვა.

ინციდენტის ამსახველი, ახლოდან გადაღებული ვიდეო ერთ-ერთმა თვითმხილველებმაც ატვირთა საკუთარ „ტვიტერზე“ და ასევე გამოქვეყნდა YouTube-ზე.

კადრებში ჩანს, როგორ ამზადებს პატრონი გამოფენის ერთ-ერთ მონაწილეს დაჯილდოებისთვის, უეცრად შეშინებული როგორ სტაცებს ხელს საკუთარ ძაღლს და უსაფრთხო ადგილზე გაჰყავს.

The Independent-ის ინფორმაციით, ეს იყო საპროტესტო აქცია, რომელზეც პასუხისმგებლობა ორგანიზაცია PETA-მ აიღო. აღსანიშნავია, რომ ეს ორგანიზაცია ადამიანების ცხოველებისადმი ეთიკურ დამოკიდებულებას უჭერს მხარს.

დარბაზიდან გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, რომ საპროტესტო აქციაში ორი ადამიანი მონაწილეობდა: ქალი და მამაკაცი, რომლებმაც, შოუს ორგანიზატორების თქმით, შეაშინეს როგორც ძაღლები, ისე ხალხი.

ყველა ახალი ამბავი
0