პატრიარქის დაბადების დღე: როგორ ულოცავდნენ ილია მეორეს

გამოწერა

სრულიად საქართველოს პატრიარქს 85-ე იუბილე ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიულოცეს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ როგორ ღებულობდა მილოცვებს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლი

ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს აირჩიეს. 25 დეკემბერს მისი ინტრონიზაცია გაიმართა. ილია მეორის პატრიარქობის პერიოდში, 80-იან წლებში, საქართველოში მართლმადიდებლობის მასშტაბური აღზევება მოხდა. ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში საქართველოში ეპარქიების რაოდენობა 15-დან 33-მდე გაიზარდა. 1977 წელს საქართველოში მხოლო 48 მოქმედი ტაძარი იყო, ახლა მათი რაოდენობა არის დაახლოებით 1000. აღესრულა რამდენიმე წმინდანად შერაცხვა, გაიხსნა ახალი სასულიერო სასწავლო დაწესებულებები, მათ შორის თბილისისა და გელათის სასულიერო აკადემიაბი. თბილისში აიგო საქართველოში ყველაზე დიდი ტაძარი — სამება.

ყველა ახალი ამბავი
0