ნიუ-იორკში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა

გამოწერა

ნიუ-იორკში, ბრონქსის რაიონში მდებარე ხუთსართულიან სახლში გაჩენილ ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა და 15 დაშავდა.

​ცეცხლის ჩაქრობაში, რომელიც საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე გაჩნდა და შემდეგ მთელ შენობაში გავრცელდა, 160 მეხანძრე მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ მეხანძრეები შემთხვევის ადგილზე სამ წუთში გამოცხადდნენ, ცეცხლმა მაინც იმსხვერპლა 12 ადამიანი.

ნიუ-იორკის მერ ბილ დე ბლაზიოს თქმით, ამ დროისათვის ათზე მეტი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, რომელთა სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0