ჰაპამა თბილისურად, ანუ სომხური ჰელოუინის ვარიაცია

გამოწერა

თბილისელმა სომხებმა ჰაპამის, ანუ გოგრის ეროვნული კერძის დღესასწაული აღნიშნეს. იხილეთ საზეიმო ღონისძიების ამსახველი ვიდეოკადრები Sputnik-საქართველოსგან.

უკვე რამდენიმე წელია, რაც თბილისში, როგორც წესი, დეკემბერში, სომეხ ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ჰაპამის, ანუ გოგრის სომხური ეროვნული კერძის დღესასწაული იმართება.

ბარაქის სიმბოლო ჰაპამა, ანუ გულამოცლილი გოგრა, რომელსაც პირთამდე ავსებენ ბრინჯით, ნიგვზით, კურაგითა და სხვა საკმაზ-სანელებლებით, სადღესასწაულო სუფრებზე მიაქვთ: მაგალითად, ახალ წელს, ქორწილსა თუ სხვა მნიშვნელოვან ზეიმზე.

გამომდინარე იქიდან, რომ ჰაპამის დღესასწაული დეკემბრობით იმართება, სოციალური ქსელების მომხმარებლებმა მას ხუმრობით „სომხური ჰელოუინი“ შეარქვეს. თუმცა რეალურად სხვაობა დიდია, ვინაიდან ჰაპამა გემოსა და სილამაზის დღესასწაულია, რომელიც კარგ გუნებაზე აყელებს ყველას, ვინც კი დააგემოვნებს.

ყველა ახალი ამბავი
0