შიმშილობის აქცია საქართველოს პარლამენტის შენობასთან

გამოწერა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან უკვე 59 დღეა შიმშილობა აქვს გამოცხადებული ოპოზიციურ პარტიას "პატრიოტთა ალიანსი". ისინი მთავრობის გადადგომასა და უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვას მოითხოვენ. „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში იხილავთ, თუ როგორ მიმდინარეობს აქცია.

აქციის მონაწილეები მორიგეობით შიმშილობენ, თუმცა რამდენიმე ადამიანს უკვე დიდი ხანია საკვები არ მიუღია.

უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვის გარდა, "პატრიოტთა ალიანსს" ქვეყნის ხელისუფლებასთან მოთხოვნათა სამი ბლოკი აქვს: საკონსტიტუციო რეფორმის გატარება; "საქართველო—ნატო—რუსეთი" კომისიის შექმნა, ასევე მოსკოვთან, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან დიალოგის დაწყება; სოციალური საკითხების მოგვარება, რაც იპოთეკასა და სოციალურ დაუცველობას უკავშირდება.

ყველა ახალი ამბავი
0