ორაგულის კატლეტი ტარტარის სოუსით

გამოწერა

კულინარმა ნათია მონტგომერიმ Sputnik-საქართველოს ორაგულის გემრიელი კატლეტის ტარტარის სოუსით მომზადების რეცეპტი გაუზიარა.

კატლეტისთვის  დაგჭირდებათ: 5-6 ც. გაყინული ორაგულის სტეიკი; 2 ლ. წყალი; 4 ც. დაფნის ფოთოლი; 1 ჩ.კ. სურნელოვანი პილპილი; 1 ც. წითელი ბულგარული წიწაკა; ½  ჭ. სიმინდი 1 ჩ.კ; პირშუშხა (ხრენი); 1 ჩ.კ. მარცვლიანი მდოგვი; 1/2 ჭ. მაიონეზი; 1 ც. კვერცხი; 2  ს კ. კამა; 2  ს.კ ოხრახუში; მარილი, შავი პილპილი; ½  ჭ. კარგი ხარისხის ზეთი; საფანელი.

ტარტარის სოუსისთვის დაგჭირდებათ: 1 ჭ. მაიონეზი; 2 ს.კ. დაჭრილი ჯონჯოლი; 1/2 ლიმნის ცედრა; 1 ჩ.კ. მარცვლიანი მდოგვი; 2 ს.კ. ლიმნის წვენი; 2 ს.კ. ოხრახუში; მარილი; შავი პილპილი.

ადუღებულ წყალში ჩაყარეთ დაფნის ფოთოლი და პილპილი, შემდეგ მოათავსეთ ორაგულის ნაჭრები. ხარშეთ 15 წუთის განმავლობაში. 

სანამ თევზი იხარშება, ვამზადებთ ტარტარის სოუსს.

ღრმა ჭურჭელში მოათავსეთ მაიონეზი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ჯონჯოლი, ლიმნის ცედრა, მდოგვი, კარგად აურიეთ, ჩაწურეთ ლიმნის წვენი, წვრილად დაჭრილი მწვანილი, პილპილი და კარგად აურიეთ ერთმანეთში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ვებრუნდებით ორაგულს. მოხარშულ თევზს  მოაცალეთ კანი და ფხები.  დააქუცმაცეთ, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი წიწაკა, სიმინდი,  პირშუშხა, მდოგვი, მაიონეზი,  კვერცხი, წვრილად დაჭრილი მწვანილი, მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი, კარგად აურიეთ. დაფაზე დაყარეთ საფანელი და ამოავლეთ მასში თევზის ფარშიდან გაკეთებული ბურთულები. შემდეგ ბურთულები გააბრტყელეთ და ორივე მხრიდან შეწვით ტაფაზე გახურებულ ზეთში  5 წუთი.

კერძის გაფორმება: ერთი მეორეზე დაალაგეთ 3 კატლეტი. თითოეულს  წაუსვით ტარტარის სოუსი. მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი.  ზემოდან გააფორმეთ კაპერსით ან  ზეითუნის ხილით.

გემრიელად მიირთვით!

ყველა ახალი ამბავი
0