ბარსელონაში რკინიგზის სადგური გადაკეტეს: საპროტესტო აქციის კადრები

გამოწერა

ბარსელონაში ასობით ადამიანმა რკინიგზის სადგური გადაკეტა და ამით გამოხატა პროტესტი კატალონიის მთავრობის ყოფილი მეთაურისა და სხვა წევრების დაკავების გამო.

კატალონიაში მასობრივი მიტინგები იმართება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი". "სადგური „ბარსელონა–სანტსი“ წყვეტს მგზავრების მომსახურებას საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო", — ავრცელებს განცხადებას Twitter-ში სარკინიგზო კომპანია Renfe. კერძოდ, გაუქმდა მადრიდის მიმართულებით რამდენიმე რეისი, რკინიგზა გადაიკეტა ქალაქგარეთაც. მგზავრებს ბილეთებში გადახდილი თანხებიც დაუბრუნეს.

ყველა ახალი ამბავი
0