კიევში "მარადიული ცეცხლის" მემორიალის პოსტამენტში ცემენტი ჩაასხეს

გამოწერა

უკრაინის დედაქალაქში უცნობებმა "მარადიული ცეცხლის" მემორიალის პოსტამენტში ცემენტი ჩაასხეს. კიევის პოლიციის პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ვანდალების ძებნა.

ეს მემორიალთან მიმართებაში ვანდალიზმის პირველი შემთხვევა არ არის, იუწყება "რია ნოვოსტი". აპრილში უცნობებმა "მარადიული ცეცხლის" ბრინჯაოს დეტალები მოიპარეს, რაზეც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე "ქურდობის" მუხლით.

ყველა ახალი ამბავი
0