ლეგენდარული კეიკო მაცუი: მიხარია თბილისში დაბრუნება

გამოწერა

იაპონელი საკულტო პიანისტი და კომპოზიტორი კეიკო მაცუი ქართული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და უამბო, რომ ბედნიერია თბილისში დაბრუნებით, რადგან ეს ადგილი მას ძვირფას მოგონებებთან აკავშირებს.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი თბილისში. ჩემთვის ეს ადგილი ძვირფას მოგონებებს უკავშირდება. პირველად აქ 6 წლის წინ ვიყავი. ეს შესანიშნავი ქალაქია. მე დავუკრავ ორ არაჩვეულებრივ მაესტროსთან და ორკესტრებთან ერთად, ასე რომ, ეს ყველაფერი ჩემთვის განსაკუთრებულია. მოხარული ვარ, რომ საკუთარ მუსიკას ასეთ დიდ მუსიკოსებთან ერთად შევასრულებ“, — განაცხადა მუსიკოსმა. 

ცნობილი პიანისტი, რომელიც ნიუ-ეიჯისა და ჯაზის სტილში უკრავს, პირველად თბილისში 8 ნოემბერს, საღამოს 20:00 საათზე წარსდგება მაყურებლის წინაშე ფილარმონიაში. კონცერტზე კეიკო მაცუი შეასრულებს საკუთარ ცნობილ კომპოზიციებს.

კონცერტზე მაცუისთან ერთად მსმენელის წინაშე წარსდგება ე. მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი დირიჟორი და კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.

საღამოში ასევე მონაწილეობას მიიღებს უზბეკეთის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი კამოლიდინ ურინბაევის ხელმძღვანელობით.

კონცერტის ორგანიზატორები არიან „საქართველოს ბანკის“ კლიენტების პერდონალური მომსახურება Solo და კომპანია „ალექს პრომოუშენი“. კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ვებ-გვერდზე www.tkt.ge

ყველა ახალი ამბავი
0