სროლა ტეხასში: ამერიკული ტრაგედია

გამოწერა

აშშ-ის ტეხასის შტატში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა ეკლესიაში ღვთისმსახურების დროს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 5-დან 72 წლამდე ასაკის 26 ადამიანი, 20-ზე მეტი კი დაშავებულია. თავდამსხმელი მოკლული იპოვეს.

ქალაქ საზერლენდ-სპრინგსის მცხოვრებლებმა ეკლესიასთან ღამე გაათენეს, იუწყება "რია ნოვოსტი". აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც იაპონიაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა, პირობა დადო, რომ ფედერალური ხელისუფლება შტატის მთავრობას ტრაგედიის გამოძიებაში დაეხმარება. პრეზიდენტმა აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე და ამერიკულ დიპლომატიურ მისიებზე სახელმწიფო დროშების დაშვების განკარგულება გასცა. დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს პოლიტიკოსებმა და საზოგადო მოღვაწეებმა მთელი მსოფლიოდან.

ყველა ახალი ამბავი
0