(0:58 / 6.29Mb / просмотров видео: 105)

გიორგი მარგველაშვილმა ხმა საქართველოს უკეთეს მომავალს მისცა

28
(განახლებულია 17:10 21.10.2017)

საქართველოს პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო თბილისის მერისა და საკრებულოს დეპუტატების არჩევნებში. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ რა განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ.

თბილისში 21 ოქტომბერს ქალაქის მერისა და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები იმართება. დღეს მთელ საქართველოში მოქალაქეები ირჩევენ ქალაქებისა და რაიონების 64 მერს და საკრებულოს 2 058 დეპუტატს.

"დღეს ძალიან ბევრი საკითხის ბედი წყდება, რაც მნიშვნელოვანია. თვითმმართველობის არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს ძალიან ბევრი ჩემი ყოველდღიური პრობლემა და საჭიროება. ამ გზით ჩვენ ვირჩევთ უკეთეს თვითმმართველობას, უფრო ჩართულ თვითმმართველობას, სადაც ხალხს ექნება ბევრად მეტი ხმა, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობა მოისმენს იმას, რაც უნდათ მოქალაქეებს თავის უბანში, თავის სოფელში, თავის რაიონში, თავის ქალაქში და, აქედან გამომდინარე, შექმნის უკეთეს ყოფას ჩვენ ყოველდღიურობაში", — განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

არჩევნებზე მისულთა რაოდენობამ 15:00 საათისათვის 29,84% შეადგინა. ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ.

28
თემები:
არჩევნები -2017 (81)
თემაზე
როგორ მიმდინარეობს არჩევნები თბილისში
ახალი ვაგონები თბილისის მეტროში: როგორ გამოიყურება სამგზავრო შემადგენლობები
რკინის ადამიანი: ვის აქვს ყველაზე მაგარი კბილები
წყალდიდობა ტაილანდში: სპლიყვის დახრჩობისგან გადარჩენის კადრები