რკინის ადამიანი: ვის აქვს ყველაზე მაგარი კბილები

გამოწერა

ყირგიზმა ძალოსანმა ნურლან ალიშეროვმა ახალი საჩვენებელი გამოსვლა გამართა. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ უჩვენებს საკუთარ შესაძლებლობებს რეკორდსმენი.

ნურლან ალიშეროვს "რკინის ადამიანს" უწოდებენ. მან სახელი შუბლით ლურსმნების დაჭედებით და თოკის საშუალებით სატვირთოების კბილებით გაგორებით გაითქვა. თავად ნურლანი აცხადებს, რომ მხოლოდ ყბების ძალისა და კბილების სიმყარის გამოყენებით მას შეუძლია აწიოს და ეჭიროს 250 კილოგრამამდე წონა.

რეკორდსმენის ინფორმაციით, ექიმებმა აშშ-ში არ დაიჯერეს მისი შესაძლებლობების ბუნებრივი წარმოშობის შესახებ და თავის რენტგენიც კი გადაუღეს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ადგილი არ ჰქონია არავითარ ქირურგიულ ჩარევასა და მეტალის იმპლანტანტების ჩადგმას.

ყველა ახალი ამბავი
0