დავით თოდუამ ფანტასტიკური შესრულებით „გოლოსის“ ჟიური „ბეჭზე გააკრა“

გამოწერა

ლეონიდ აგუტინი პირველი იყო ჟიურიდან, ვინც ქართველი შემსრულებლის პოტენციალი იგრძნო.

თავიდან დავითიმა ბრმა მოსმენისას (როდესაც ჟიური ზურგით ზის შემსრულებლისკენ) უფერულად დაიწყო ნომერი. შესაბამისად, ჟიურის წევრების სახეზე უკმაყოფილება აისახა. მაგრამ მას შემდეგ, რაც აგუტინმა ღილაკს ხელი დააჭირა, დავით თოდუა თითქოს გარდაისახა და ისეთი ნოტები გააჟღერა, რომ დანარჩენებიც ერთმანეთის მიყოლებით შებრუნდნენ მისკენ.

როგორც იტყვიან, დავითმა ლეგენდარული Queen-ის კომპოზიციით Who Wants to Live Forever ჟიური „ბეჭზე გააკრა“.

ყველა ახალი ამბავი
0