სოტკილავა სამშობლოში დაბრუნდა: მომღერალს ბოლო სურვილი შეუსრულეს

გამოწერა

ოპერის მომღერალი ზურაბ სოტკილავა მოსკოვიდან საქართველოს დედაქალაქში გადმოასვენეს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ როგორ ჩატარდა სამგლოვიარო ცერემონია თბილისის აეროპორტში.

ოპერის ცნობილი მომღერალი ზურაბ სოტკილავა 21 სექტემბრის გამთენიისას გადმოასვენეს თბილისში. საბჭოთა კავშირისა და საქართველოს სახალხო არტისტი, დიდი თეატრის სოლისტი ზურაბ სოტკილავა ორშაბათს, 18 სექტემბერს გარდაიცვალა 80 წლის ასაკში. მისი ბოლო სურვილი იყო, დაეკრძალათ საქართველოში. 

ზურაბ სოტკილავა საქართველოს დედაქალაქში გადმოასვენეს - Sputnik საქართველო
ზურაბ სოტკილავას ცხედარი სამშობლოში ჩამოასვენეს

ზურაბ სოტკილავას სასახლეს თბილისში საპატიო გუშაგი დახვდა. ცერემონიაზე ცოცხლად სრულდებოდა ქართული სიმღერები.

ცნობილ მომღერალს 23 სექტემბერს საბურთალოს სასაფლაოზე, ეკლესიის ტერიტორიაზე დაკრძალავენ. დაკრძალვის ზუსტი დრო გამოცხადდება. არტისტის სახლში პანაშვიდები ხუთშაბათს და პარასკევს აბულაძის 34-ში გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0