ტერაქტი ბარსელონაში: კიდევ ერთი თვითმხილველის ვიდეო მსხვერპლზე და ლიკვიდირებული ტერორისტი

გამოწერა

ბარსელონის ცენტრში მინივენი ხალხმრავალ ადგილზე შეკრებილებში შევარდა. იხილეთ ვიდეო უშუალოდ ტრაგედიის ადგილიდან.

მედიის ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად დაღუპულია 13 ადამიანი, ხოლო 60-მდე კაცი დაშავებულია.

შეჯახების შემდეგ ავტომობილის მძღოლი და მისი თანამზრახველი ბარსელონის ცენტრში ერთ-ერთ რესტორანში შეიჭრნენ და იქ მძევლები აიყვანეს. პოლიციამ ალყა შემოარტყა შენობას და გავრცელებული ინფორმაციით, რომელსაც პოლიციაც ადასტურებს, სამართალდამცავებმა ტერაქტის ერთი მონაწილე დააკავეს.

ამ წუთებში პორტალი Sputnik Mundo ავრცელებს ინფორმაციას, რომ პოლიციამ ერთ-ერთი ტერორისტი დაკავების მცდელობისას გაანადგურა. პორტალი გამოცემა La Vanguardia-ს მონაცემებს ეყრდნობა.

ყველა ახალი ამბავი
0