ტკბილი ბათუმი: თაფლის ფესტივალი აჭარაში

გამოწერა

ბათუმში ქართული თაფლის საზაფხულო ფესტივალი გაიმართა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ როგორ ჩატარდა ფესტივალი.

ქართული თაფლის საუკეთესო ნიმუშები, ასევე თაფლზე დამზადებული სხვა პროდუქტები იყო წარმოდგენილი ფესტივალზე. როგორც Sputnik-საქართველოს კორესპონდენტმა ღონისძიების ადგილიდან აღნიშნა, ყოველწლიური ფესტივალი უკვე მესამედ იმართება. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თაფლის მწარმოებლებმა მთელი აჭარიდან და საქართველოს სხვა რაიონებიდან. ფესტივალის სტუმრებს წარმოდგენილი პროდუქციის დეგუსტაციისა და სხვადასხვა სახალისო ღონისძიებებში მონაწილეობის საშუალება მიეცათ.

ყველა ახალი ამბავი
0