ბათუმის დელფინარიუმს კიდევ ერთი ზღვის ლომი შეემატა

გამოწერა

ბათუმის დელფინარიუმში ზღვის ლომი დაიბადა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ როგორ ისვენებს ახალშობილი ზღვის ლომი დედასთან ერთად.

ბათუმის დელფინარიუმის ბინადარი სამხრეთ-ამერიკული ზღვის ლომები, ემა და პედრო მშობლები გახდნენ. დელფინარიუმის წარმომადგენლების ინფორმაციით, ახალშობილი დედასთან ერთად განცალკევებულ აუზში იმყოფება, ისინი თავს კარგად გრძნობენ. პატარა ზღვის ლომის წონა დაახლოებით შვიდი კილოგრამია, შეფერილობა — მუქი ყავისფერი. ბათუმის დელფინარიუმის 2011 წელს გაიხსნა, აქ უკვე შვიდი ზღვის ლომია დაბადებული.

ყველა ახალი ამბავი
0