Talking To Myself: Linkin Park-ის ბოლო კლიპი 30 მილიონი ნახვით

გამოწერა

Linkin Park-ის ბოლო კლიპი სახელწოდებით Talking To Myself YouTube-ზე დაახლოებთ 30 მილიონჯერაა ნანახი.

Linkin Park-ის ოფიციალურ YouTube–გვერდზე კლიპების ნახვის საერთო ჯამი 200 მილიონით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ბენდის სოლისტი ჩესტერ ბენინგტონი გარდაიცვალა. Linkin Park — 2000-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკული როკ-ჯგუფია. ბენდმა კარიერის განმავლობაში 70 მილიონი ჩანაწერი გამოსცა და რამდენჯერმე გამართა მსოფლიო ტურნე.

პოპულარული ამერიკული ბენდის Linkin Park-ის ვოკალისტი ჩესტერ ბენინგტონი 20 ივლისს საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ჯგუფის თაყვანისმცემლები ჯერ კიდევ ვერ იჯერებენ მომღერლის გარდაცვალებას, სოციალურ ქსელებში კვლავ გრძელდება თვითმკვლელობის სხვადასხვა შესაძლო მიზეზების განხილვა.

ჯგუფის სოლისტის გარდაცვალების შემდეგ Linkin Park-ის რამდენიმე ალბომი და სინგლი iTunes ჩარტებში შევიდა, ასევე გაიზარდა მათი როტაციის რაოდენობა რადიოსა და ტელევიზიაში. აქტიურად მატულობს YouTube-ზე ჯგუფის ვიდეოების ნახვების რაოდენობაც: ოთხი დღის განმავლობაში არხის ვიდეორგოლები 200 მილიონზე მეტჯერ ნახეს, ხოლო ჯამურმა ნახვებმა 4 მილიარდს გადააჭარბა. მხოლოდ ბოლო კლიპმა სახელწოდებით Talking To Myself 25 მილიონზე მეტი ნახვა მოაგროვა.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი ჩესტერ ბენინგტონთან გამომშვიდობების თარიღი და დრო — სავარაუდოდ, Linkin Park-ის სოლისტის დაკრძალვის შესახებ ცალკე გავრცელდება ინფორმაცია.

ყველა ახალი ამბავი
0