ფრანები ბათუმის თავზე: მზე, ზღვა და კარგი განწყობა

გამოწერა

ბათუმის პლაჟზე დამსვენებლების გართობის მიზნით ფრანები გაუშვეს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ უქმნიდა ფერადი ფრანების ჰაერში ლივლივი საზეიმო და საზაფხულო განწყობას ბათუმის სტუმრებს.

აჭარაში ზაფხულის დასასვენებელი სეზონი გაიხსნა. წელს აჭარის შავი ზღვის სანაპიროზე მილიონ-ნახევარზე მეტ ტურისტს ელოდებიან და საამისოდ იქ უკვე ყველაფერი მზადაა. 

გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა, გაიხსნა ახალი კაფეები, ბარები და რესტორნები, კომფორტული სასტუმროები და დასასვენებელი სახლები.
აჭარის სტუმრებს ელოდებათ ზღვაში ბანაობა, გარუჯვა და ბევრი სხვადასხვა სახის გასართობი.

ყველა ახალი ამბავი
0