როგორ თამაშობენ შუხუთში „ლელოს“: დრონით გადაღებული კადრები

გამოწერა

სოფელ შუხუთში აღდგომაზე ტრადიციულად ითამაშეს ძველი ქართული თამაში „ლელო“. იხილეთ დრონით გადაღებული ვიდეო კადრები.

ქართველები "ლელოს" მთელს ქვეყანაში თამაშობდნენ წლების განმავლობაში. ისტორიკოსების აზრით, "ლელო" სამასზე მეტი წლისაა. თამაში პოპულარული იყო როგორც არისტოკრატებში, ასევე უბრალო ხალხში. ადრე თამაშის დანიშნულება საბრძოლო უნარების განვითარება და სრულყოფა იყო. 

მღვდელი ისვრის 16 კილოგრამიან ბურთს - ასე იწყება ლელო - Sputnik საქართველო
"ლელო" შუხუთში: ქართული რაგბი წესების გარეშე

"ლელოს" თამაშის ტრადიცია დღემდე შემორჩა, თუმცა წელიწადში ერთხელ, მხოლოდ შუხუთში, მხოლოდ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე.

თამაშის წესი ასეთია: გუნდმა უნდა მოიპოვოს 16 კილოგრამიანი ბურთი და მეტოქის კარში დაამიწოს.

გურიის სოფელ შუხუთში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და სასტიკი შერკინება — ლელობურთი გაიმართა. ტრადიციის მიხედვით, თამაში მხოლოდ სააღდგომოდ იმართება და ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთელები ეჯიბრებიან.

წლევანდელ შერკინებაში გამარჯვება ზემო შუხუთელებს დარჩათ.

ყველა ახალი ამბავი
0