მოყვარულები პროფესიონალების წინააღმდეგ: ბიზნესმენები თბილისის კორტებზე

გამოწერა

თბილისში დაიწყო საერთაშორისო ტურნირი ჩოგბურთში Georgia Open 2017. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობს უჩვეულო სპორტული ღონისძიება, რომელშიც ქართველი და რუსი ბიზნესმენები მონაწილეობენ.

საერთაშორისო ტურნირი ჩოგბურთში Georgia Open 2017 პარასკევს გაიხსნა გორჩაკოვის სახელობის სახალხო დიპლომატიის მხარდამჭერი ფონდის მხარდაჭერით. ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ და და ე. მ. პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსულმა საზოგადოებრივმა ცენტრმა.

"მოყვარულებიც და ყოფილი პროფესიონალებიც მიიღებენ მონაწილეობას ამ ტურნირში. ძალიან კარგი იდეაა. ვიმედოვნებ, რომ ასეთი თურნირი ყოველწლიური გახდა. და იმედი მაქვს, რომ ძალიან საინტერესო თამაშები იქნება და ყველა კმაყოფილი დარჩება", — "Sputnik-საქართველოსთან" საუბარში განაცხადა საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე მეტრეველმა.

მატჩები ჩატარდება მამაკაცთა შორის შერჩევითი განრიგით, Pro-Am ფორმატში, ანუ მოყვარულებთან ერთად კორტებზე გამოვლენ წარსულში პროფესიონალი მოთამაშეები — რუსული და ქართული ჩოგბურთის ვარსკვლავები.

"ბუნებრივია, ეს სპორტი და ამხანაგური შეხვედრაა, ერთი მეორეს ხელს არ უშლის. ტურნირში მონაწილეობენ მოყვარულებიც და პროფესიონალებიც. მონაწილეები ათამაშებენ საპრიზო ფონდს და ყველა გამარჯვებული ფულად ჯილდოს მიიღებს", — განაცხადა ტურნირის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, რუსული ჩოგბურთის სამოყვარულო ტურნირების Amatour სერიის დირექტორმა დენის სოკოლოვმა.

სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობს 35 ადამიანი. საინფორმაციო სააგენტო და რადიო "Sputnikსაქართველო" 2017 წელს Georgia Open 2017-ის საინფორმაციო პარტნიორი გახდა.

"შესანიშნავი კორტებია. ჩვენ ძალიან კარგი პარტნიორები გვყავს საქართველოში — საქართველოს ჩოგბურთის ასოციაცია. ისინი ძალიან გვეხმარებიან. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი შესანიშნავად ჩაივლის! ამინდიც ხელს გვიწყობს", — აღნიშნა ტურნირის ერთ-ერთმა მონაწილემ, კომპანიის Metra Development პრეზიდენტმა ალექსეი სონკმა.

როგორც ა. მ. გორჩაკოვის სახელობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველმა ვალერი კანტოროვმა განაცხადა, "ეს ღონისძიება განაპირობებს ჩვენი ქვეყნების დაახლოვებას და ჰუმანიტარული თანამშრომლობის გამყარებას, ასევე სპორტსმენების დაახლოვებას, რომლებიც ამ მეგობრობას წლების განმავლობაში შეინარჩუნებენ".

ყველა ახალი ამბავი
0