თბილისში გივი ბერიკაშვილს გამოემშვიდობნენ: სამგლოვიარო ცერემონიის კადრები

გამოწერა

ლეგენდარულ ქართველ მსახიობ გივი ბერიკაშვილთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე გაიმართა. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ ემშვიდობებოდა ასობით თბილისელი ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდას.

საქართველომ 10 აპრილს დაკარგა კინოს და თეატრის ლეგენდარული მსახიობი, საბჭოთა საქართველოს სახალხო არტისტი და უბრალოდ შეუდარებელი გივი ბერიკაშვილი. 83 წლის მსახიობის გარდაცვალების მიზეზი პნევმონიის შედეგად გამოწვეული გართულებები გახდა.

გივი ბერიკაშვილთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია ხუთშაბათს, 13 აპრილს თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის სცენაზე ჩატარდა. სამოქალაქო პანაშვიდის დასრულების შემდეგ სამგლოვიარო პროცესია საბურთალოს სასაფლაოსკენ დაიძრა, სადაც გივი ბერიკაშვილი ამაღლების ტაძრის ეზოში დაკრძალეს.

ყველა ახალი ამბავი
0