საქართველოს დედაქალაქში პატივი მიაგეს პეტერბურგის მეტროში აფეთქების შედეგად დაღუპულებს

გამოწერა

საქართველოში რუსი თანამემამულეები ორგანიზაციის საკოორდინაციო საბჭოს ინიციატივით თბილისში პეტერბურგის მეტროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა სახსოვრად აქცია გაიმართა. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ მიიტანეს ორგანიზაციის წევრებმა ყვავილები რუსეთის ინტერესთა სექციასთან.

სხვადასხვა ქვეყნების ბევრ ქალაქში ჩატარდა სამგლოვიარო აქციები პეტერბურგის ტრაგედიასთან დაკავშირებით, რასაც 11 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

თბილისში რუსი თანამემამულეების ორგანიზაციის საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლებმა შვეიცარიის საელჩოს შენობაში არსებული რუსეთის ინტერესთა სექციასთან დაღუპულთა სახსოვრად ყვავილები მიიტანეს და მათ ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადეს.

"ის, რაც გუშინ მოხდა, რთულია გავამართლოთ — ეს იყო საშინელება. და ჩვენი ერი — თბილისის და მთელი საქართველოს მოსახლეობა გლოვობს. ჩვენ ვუერთდებით ლენინგრადელების მიმართ ნათქვამ სანუგეშო სიტყვებს და დაშავებულებს ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას, ვუსურვებთ, რომ მსგავსი აღარაფერი მომხდარიყო. ეს იყო საშინელება", — "Sputnik-საქართველოსთან" ინტერვიუში განაცხადა "საქართველოში რუსი ახალგაზრდობის კავშირის" ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბეჟენცევმა.

რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ბოლო მონაცემებით ტერაქტის შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი, 45 დაშავებული კი  საავადმყოფოებში იმყოფება. პეტერბურგის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა გამოაქვეყნა საავადმყოფოში გადაყვანილი დაშავებულების სია, რომელშიც 51 ადამიანია შესული.

ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის პრეს-მდივანმა რახატ სულაიმანოვმა განაცხადა, რომ ტერაქტის შემსრულებელი, წინასწარი ინფორმაციით, წარმოშობით ყირგიზი, რუსეთის მოქალაქეა.

ყველა ახალი ამბავი
0