(1:33 / 9.74Mb / просмотров видео: 127)

ექსპერტი: საქართველოში ტურისტულ ამინდს მეზობელი ქვეყნები ქმნიან

84
(განახლებულია 07:17 24.03.2017)

საქართველოში ტურისტულ ამინდს მეზობელი ქვეყნები ქმნიან — აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, თურქეთი და უკრაინა. ასე მიაჩნია ექსპერტს ტურიზმის სფეროში, პროფესორ ნიკო კვარაცხელიას, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ვიდეოხიდში თბილისი-მინსკი-ბიშკეკი-კიშინიოვი, რომლის დროსაც განიხილებოდა ახალი ტურისტული სეზონისათვის მზადება.

ვიდეოხიდი თემაზე "აქტიური ტურისტული სეზონის გახსნისათვის მზადება, ექსპერტთა პროგნოზები ტურისტების მოზიდვასთან დაკავშირებით" შედგა ხუთშაბათს თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში. ექსპერტებმა განიხილეს 2017 წლისათვის ტურიზმის განვითარების პერსპექტივები და საერთო სამუშაოების გეგმები ტურისტული მომსახურების ბაზარზე საქართველოში, ბელარუსში, ყირგიზეთსა და მოლდოვაში.

"საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში დინამიურად ვითარდება ტურიზმი. თუ გადახედავთ ტურისტების რაოდენობის ზრდის გრაფიკს ყოველწლიურად, ეს ნამდვილად იძლევა იმ დინამიკას, რომელიც მეტყველებს საქართველოში ტურიზმის განვითარების სტაბილურობაზე… ტურიზმი საქართველოში მრავალი მიმართულებით ვითარდება. 6 მილიონიდან 90% ჩვენი მეზობლები არიან, ხოლო 10% უცხოელები ევროპიდან და ამერიკიდან. რომელი ქვეყანა ქმნის ამინდს საქართველოში? ეს ჩვენი უახლოესი მეზობლები არიან — აზერბაიჯანი, სომხეთუ, თურქეთი, მეოთხე ადგილზეა რუსეთი და მეხუთეზე უკრაინა. ეს ქვეყნები ქმნიან ტურისტულ ამინდს საქართველოში. დანარჩენი 10%, ანუ 600 ათასი ადამიანი — ისინი შორეული ქვეყნებიდან გვსტუმრობენ", — განაცხადა კვარაცხელიან ვიდეოხიდის მსვლელობისას.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2016 წელს საქართველოს 6 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია.

84
თემაზე
ინდოელმა კლიპმეიკერებმა ახალი ვიდეოს გადასაღებად საქართველო აირჩიეს
ტერაქტი ლონდონში: დანაშაულის ადგილის შესწავლისა და ხალხის ევაკუაციის კადრები
"მის მკერდი 2017"-ის ორგანიზატორები სამომავლო გეგმებზე საუბრობენ
"მზის შვილების" დღესასწაული: სპორტული თამაშები და კონცერტი თბილისში