აშშ-ს ზოოპარკში დაობლებულ კენგურუს უვლიან

გამოწერა

ოკლენდის (კალიფორნია) ზოოპარკის თანამშრომლები საკუთარი ხელით აჭმევენ დაობლებულ მთის კენგურუს. იხილეთ ვიდეო, როგორ ზრუნავენ პატარა ვალარუზე ზოოპარკში.

პატარა ვალარუს მარტის დასაწყისში დაობლდა. დედა კენგურუ ინფექციის გამო გარდაიცვალა და ახლა მის ხუთი თვის შვილს ზოოპარკის თანამშრომლები სპეციალური საბავშვო ნარევით კვებავენ, წერს საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

მთის კენგურუ, იგივე ვალარუ (ლათინურად Macropus robustus) ავსტრალიაში მშრალ, მთიან ადგილებში ბინადრობს. მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა 20 წელს აღწევს.

ვალარუ ბალახისმჭამელი ცხოველია, რომელსაც უწყლოდ 90 დღე შეუძლია გაძლოს. დედის ჩანთაში 8-9 თვეს ატარებს. მოზრდილი ცხოველის სიმაღლე 134-220 სმ-ს აღწევს.

ყველა ახალი ამბავი
0