(0:34 / 3.84Mb / просмотров видео: 126)

ბათუმი არეულობის შემდეგ წესრიგდება: აღდგენითი სამუშაოების კადრები

47

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სადაც გუშინ გამართული აქცია არეულობაში გადაიზარდა, აღდგენითი სამუშაოები ტარდება. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ გამოიყურება აჭარის დედაქალაქი არეულობის შემდეგ, სადაც წესრიგის დასაცავად სპეცრაზმის ჩარევა გახდა საჭირო.

დასუფთავებითი და აღდგენითი სამუშაოები ბათუმში, სადაც არეულობის შედეგად ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა დაზიანდა, დილიდან დაიწყო. რამდენიმე საათში ღამის არეულობისგან მოგროვილი ნაგავი და მტვერი მთლიანად დაასუფთავეს. შემდეგ კი რკინის ღობეებისა და დეკორატიული ფილების აღდგენა დაიწყო.

ქალაქში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც შაბათს საღამოს საპატრულო პოლიციამ მოქალაქეს ბათუმის ცენტრში არასწორი პარკირების გამო ჯარიმა გამოუწერა, რასაც მძღოლი არ დაეთანხმა და მათ შორის შელაპარაკება მოხდა. ქალაქის ქუჩებში რამდენიმე ასეული ადამიანი გამოვიდა პოლიციის მეთაურის გადაყენების მოთხოვნით. აქცია არეულობაში გადაიზარდა. სპეცრაზმის ჩარევის შემდეგ ქალაქში მდგომარეობა დასტაბილურდა.

47
თემაზე
ბათუმში მომხდარი არეულობების კადრები: საპროტესტო აქცია საკურორტო ქალაქში
რაგბი: საქართველოს ნაკრები რუსეთის გუნდთან შესახვედრად ემზადება
რაგბი: რუსეთის ნაკრები საქართველოს გუნდთან შესახვედრად ემზადება
გემრიელი რეცეპტები: როგორ მოვამზადოთ ქათმის რულეტი სტაფილოს შიგთავსით