ბათუმში მომხდარი არეულობების კადრები: საპროტესტო აქცია საკურორტო ქალაქში

გამოწერა

ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ბათუმში მომხდარ არეულობაში, რის ჩასახშობადაც პოლიციას სპეცრაზმის გამოყენება დასჭირდა. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა საპროტესტო გამოსვლები, რაც ქალაქის ნგრევასა და პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. 

ერთ-ერთი ქართული ტელეარხის ოპერატორი ბათუმში მომხდარი არეულობების დროს დამწვარ მანქანებს იღებს - Sputnik საქართველო
არეულობა ბათუმში

ბათუმის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი არეულობების შედეგად პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა. ბოლო მონაცემებით, დაშავდა დაახლოებით 30 ადამიანი. პოლიციის წინააღმდეგ გამოსულები იყენებდნენ ქვებს, რკინის ჯოხებსა და ჯაწვებს, ცეცხლს უკიდებდნენ მანქანებს და ამტვრევდნენ მაღაზიების ვიტრინებს.

საპროტესტო აქციების მიზეზი ბათუმში შაბათ საღამოს პატრულის თანამშრომლებთან მომხდარი ინციდენტი გახდა, რომლებმაც მოქალაქეს არასწორი პარკირების გამო ჯარიმა გამოუწერეს. დაჯარიმებულმა და რამდენიმე ადგილობრივმა პოლიციასთან შეტაკება მოაწყო. მოგვიანებით ბათუმის რამდენიმე მცხოვრებისგან შემდგარი ჯგუფი გამოვიდა ქუჩაში, რომლებიც "პოლიციის უწესრიგობას" აპროტესტებდნენ და ბათუმის პოლიციის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0