გემრიელი რეცეპტები: როგორ მოვამზადოთ ქათმის რულეტი სტაფილოს შიგთავსით

გამოწერა

ქათმის რულეტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ქათმის ფილე — 500 გრ, სტაფილო – 3 ცალი, ხახვი — 1 საშუალო თავი, ნიორი — სამი კბილი, ზეთი — 20 გრ, ორეგანო და მარილი.

ქათმის ფილესგან მოამზადეთ ფარში ნივრისა და ხახვის დამატებით, ასევე გემოვნებით შეაზავეთ მარილითა და ორეგანოთი და ყველაფერი კარგად გადაურიეთ.
სამი ცალი სტაფილო სანახევროდ მოხარშეთ, გახეხეთ და შეაზავეთ მარილით. დააფინეთ დაფაზე საკვები ცელოფანი და მასზე პირველ ფენად გააბრტყელეთ ფარში, მეორე ფენად კი გახეხილი სტაფილო. გადაახვიეთ ცელოფნის დახმარებით გაბრტყელებული მასა რულეტად, მოუკარით ბოლოები და კიდევ ერთხელ გადაახვიეთ ფოლგაში. მიღებული რულეტი გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე 40-60- წუთის განმავლობაში ჰაერღუმელში (ცხობის დრო დამოკიდებულია რულეტის სისქეზე).
გამოიღეთ გამომცხვარი რულეტი ჰაერღუმელიდან, შემოაცალეთ ფოლგა და ცელოფანი, წაუსვით ზეთი და კვლავ მოათავსეთ ჰაერღუმელში 220-230 გრადუს ტემპერატურაზე 5-7 წუთით, რათა მოიბრაწოს. ცხობის დასრულების შემდეგ ოდნავ გააგრილეთ და დაჭერით. შეგიძლიათ მიირთვათ როგორც დამოუკიდებელი კერძიც და ასევე რომელიმე ბოსტნეულის გარნირთან ერთად.

ყველა ახალი ამბავი
0