ქალები შუშის მიღმა: ფემინისტების აქცია თბილისში

გამოწერა

"ქალთა მოძრაობის" წარმომადგენლებმა საქართველოს მთავრობის სახლის წინ 8 მარტს გამართეს აქცია "დაამსხვრიე შუშის ჭერი". იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ ჩატარდა ფემინისტების პერფორმანსი.

აქციის მონაწილეებმა კანცელარიის შენობასთან მიიტანეს მინა, რომელიც, ფემინისტების აზრით, გამოხატავს უხილავ ბარიერს საზოგადოებაში, რომელიც კარიერასა და პოლიტიკაში წარმატების მიღწევაში უშლით ხელს. აქციის მიმადინარეობისას მონაწილეები ყველას მოუწდებდნენ, უარი ეთქვათ ქალთა შესაძლებლობების შეფასების სტერეოტიპებზე, ხოლო ქალებს საკუთარი უფლებების აქტიურად დაცვისკენ მოუხმეს. შემდეგ მინას ამოფარებულმა აქციის მონაწილეებმა მინა ძირს დააგდეს და მისი გათელვა დაიწყეს, რათა დაემსხვრიათ.

ფემინისტების აქცია დაამსხვრიე შუშის ჭერი - Sputnik საქართველო
თბილისში ფემინისტებმა 8 მარტი საპროტესტო აქციით აღნიშნეს

ვინაიდან 8 მარტი საქართველოში დასვენების დღეა, მთავრობის სახლში პერფორმანსის დროს მხოლოდ მორიგე თანამშრომლები იყვნენ. სამაგიეროდ ქალთა უფლებების დასაცავმა აქციამ პრესის ყურადღება მიიპყრო — აქცია-პერფორმანსის მიმდინარეობას ათობით ჟურნალისტი აშუქებდა.

"შუშის ჭერი" — 1980-იან წლებში უხილავი და ფორმალურად განუსაზღვრელი ბარიერის აღსაწერად შექმნილი ფემინისტური ტერმინი, რომელიც ქალების კარიერულ ზრდას მათ პროფესიულ უნარებს არ უკავშირებდა.

ყველა ახალი ამბავი
0