ქართველი ავტომობილისტები საწვავზე ფასის ზრდას აპროტესტებენ

გამოწერა

თბილისში ავტომობილისტებმა საწვავზე და ავტოიმპორტზე აქციზის ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა აქცია.

აქციის მონაწილეები თავშეყრის ადგილზე, ვარდების მოედანზე საკუთარი მანქანებით მივიდნენ, შემდგომ კი ფეხით მსვლელობა გამართეს რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის მიმართულებით, სადაც ხანმოკლე მიტინგი გამართეს. მომიტინგეებმა საკუთარი მოთხოვნები წამოაყენეს და საპროტესტო აქციების მორიგ ტალღებზე ისაუბრეს.

ავტომობილისტების საპროტესტო აქცია საწვავის აქციზის გაძვირების წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
ავტომობილისტები საწვავის ფასის ზრდის წინააღმდეგ

"ჩვენი მთავარი მოთხოვნაა — ნავთობპროდუქტების იმპორტიორებისთვის ძველი რეგულაციების დაბრუნება, რათა გაიაფდეს საწვავი. ჩვენი შემდეგი ნაბიჯი იქნება საპროტესტო აქციების ჩატარება ფინანსთა სამინისტროსთან, რომელმაც შეიმუშავა აქციზის გაძვირების პროექტი. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვითხოვთ მთავრობისგან, დააბრუნონ ძველი რეგულაციები. თუ ეს შედეგს არ გამოიღებს, ჩვენ განვაგრძობთ აქციების ჩატარებას თბილისში, რის შესახებაც სოციალური ქსელებით გავავრცელებთ ინფორმაციას", — განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ზაალ ქრისტესიაშვილმა.

სოციალურ ქსელ Facebook-ზე დაგეგმილ აქციაში მონაწილეობა სულ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. თუმცა სოციალურ ქსელში ღონისძიების დაგეგმვისას "მივიღებ მონაწილეობას" მონიშნა ათასზე მეტმა ადამიანმა, ხოლო აქციის ჩატარების იდეას მხარს უჭერდა დაახლოებით 2 ათასი ავტომობილისტი.

ამ დროისათვის 92 ოქტანობის („რეგულარი“) ბენზინის საშუალო ფასი თბილისში 2,05 ლარია, 95 ოქტანობის („პრემიუმი“) — 2,2 ლარი. მიმდინარე წლის იანვრიდან საქართველოში ავტომობილების იმპორტზე გადასახადები გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, მარცხენასაჭიან მანქანებზე აქციზის ფასმა იმატა, ხოლო მარჯვენასაჭიანებზე – გასამმაგდა.

ყველა ახალი ამბავი
0