როგორ მოვამზადოთ ბლინები ტკბილი გულსართით

გამოწერა

ბლინების ცხობას ტრადიციულად რუსულ სამზარეულოში ყველიერის კვირას უკავშირებენ. მათი მომზადების წესი ათასობით რეცეპტს ითვლის.

თბილისის კულინარიის აკადემიის სტუდენტებმა ბლინებისა და მათთვის გულსართის მომზადების თავისი მეთოდი შემოგვთავაზეს.
ბლინების ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ფქვილი —500გრ.
კვერცხი 2 ცალი, შაქარი — 50 გრ., არაჟანი — 200გრ., წყალი ან რძე — 1-1.5 ჭიქა, მარილი — 10 გრ.
გულსართი N1: ორი საშუალო ზომის ბანანი, 100 გრ. შავი შოკოლადი, 50 გრ. კარაქი, 50 გრ. ნაყინი, 100 გრამი სხვადასხვა სახეობის კენკრა, პიტნის ფოთლები.
გულსართი N2: მოხარშული გოგრის პიურე 200 გრ. ხაჭო — 200 გრ.
გულსართი N3: სოკო — 300გრ., ტაფაზე ზეთში მობრაწული ხახვი 100გრ., ორეგანი, მარილი და პილპილი გემოვნებით.
თუ როგორ მოამზადოთ ბლინების გულსართი და როგორ მორთოთ ისინი, ამის შესახებ Sputnik საქართველოს ვიდეოში შეიტყობთ.

ყველა ახალი ამბავი
0