"სტალინი. მესაათე": ახალი სპექტაკლი "ხალხთა ბელადზე"

გამოწერა

დონის როსტოვის გორკის სახელობის თეატრში გაიმართა პრემიერა სპექტაკლისა "სტალინი მესაათე".

დონის როსტოვის გორკის სახელობის თეატრში გამართული სპექტაკლი "სტალინი მესაათე" იოსებ სტალინის არაერთმნიშვნელოვან ფიგურასა და რუსეთის ისტორიის მძიმე პერიოდზე მოგვითხრობს. მაყურებელს საშუალება მიეცა "ხალხთა ბელადის" ახალგაზრდობა ეხილა. სპექტაკლი საათ-ნახევრის განმავლობაში ძირითადად მთავარი გმირის მონოლოგებისა და დიალოგების რეჟიმში მიმდინარეობს და გადმოსცემს იმ ადამიანის აზროვნებას, ვინც საკუთარ თავზე წინამძღოლის ფუნქცია იტვირთა.

"სპექტაკლმა ამაღელვა და ეს გრძნობა ბოლომდე გამყვა. დღეს ასეთი სპექტაკლის დადგმა დიდ სიმამაცეს მოითხოვს!" — განუცხადა Sputnik-ს დამსახურებულმა თეატრმცოდნემ, რუსეთის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის კრიტიკოსმა მარინა კორჩაკმა.

სპექტაკლს საფუძვლად უდევს ისტორიული ფაქტები და სტალინის ფსიქოლოგიის მხატვრული აღქმა — ადამიანის, რომლის ფენომენიც დღემდე ბევრ შეკითხვას ბადებს. სპექტაკლის მთავარი საკითხი — თუ რა ხდებოდა "ხალხთა ბელადის" გონებაში მისი ამქვეყნიური ცხოვრების ბოლო დღეს.

სტალინის როლი შეასრულა ვიაჩესლავ ოგირმა, რომელიც, მაყურებლის შეფასებით, შესანიშნავად გაუმკლავდა დაკისრებულ დავალებას. სპექტაკლი დადგა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რუსეთის ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ, მოსკოვის პრემიის ლაურეატმა ალექსანდრ პუდინმა.

ყველა ახალი ამბავი
0