ბურჯანაძე: ჩვენ ადგილობრივი არჩევნებისთვის მძიმე პირობებში ვემზადებით

გამოწერა

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში ისაუბრა, თუ როგორ პირობებში უწევს მუშაობა მის პოლიტიკურ ორგანიზაციას.

ერთ-ერთმა ცნობილმა ქართველმა პოლიტიკოსმა, პარტია "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბუჯანაძემ მისი მხარდამჭერების წინაშე არსებული ამოცანების შესახებ ისაუბრა.

"აღსანიშნავია, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია ბანქოს სახლივით დაინგრა, ყველა, ჩვენი პარტიის გარდა. დიდი რაოდენობით მხარდამჭერებს ვიკრებთ, ვმუშაობთ რეგიონებში, ვემზადებით ადგილობრივი არჩევნებისთვის. ეს რთულია, რადგან არათანაბარი პირობებია შექმნილი — მე, მაგალითად, იშვიათად მნახავთ ადგილობრივ ცენტრალურ ტელეარხებზე. პრინციპში, იმავე პირობებში ვართ, როგორშიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს ვიყავით. უბრალოდ მაშინ გვცემდნენ და გვაპატიმრებდნენ, ზოგჯერ გვკლავდნენ კიდევაც. ახლა კი ცდილობენ პოლიტიკურად გაგვანადგურონ, მაგრამ არა უშავს, გავუძლებთ", — განაცხადა ბურჯანაძემ.

ყველა ახალი ამბავი
0