აშშ-ში წყალდიდობის ზონიდან ევაკუაცია მიმდინარეობს

გამოწერა

კალიფორნიაში ქალაქ სან-ხოსეს ხელისუფლებამ წყალდიდობის გამო ქალაქის სხვადასხვა რაიონებიდან ათასობით მცხოვრების ევაკუაციის განკარგულება გასცა. 21 თებერვალს მდინარე კოიოტ-კრიკი კალაპოტიდან გადმოვიდა და ქალაქის ქუჩები დატბორა.

კალიფორნიის შტატის ქალაქი სან-ხოსედან დაახლოებით 14 ათასი მოსახლე გაიყვანეს წყალდიდობის გამო, იუწყება სააგენტო "როიტერი".

სამშაბათს მდინარე კოიოტ-კრიკი კალაპოტიდან გადმოვიდა და ქალაქის ზოგიერთი ქუჩა დატბორა. შტატის სიდიდით მესამე ქალაქის ხელისუფლებამ დატბორილი უბნების მოსახლეობის ევაკუაციის განკარგულება გასცა და სახლის დატოვება ურჩია მათ, ვისაც შესაძლოა წყალდიდობა ემუქრებოდეს, იუწყება "რია ნოვოსტი".

"დატბორილი ტერიტორიების მცხოვრებლებს ოთხშაბათს სახლებში არ დავაბრუნებთ. ჩვენ ჯერ ვერ გავუმკლავდით შექმნილ სიტუაციას", — განაცხადა სან-ხოსეს მერმა სემ ლიკარდომ.

სინოპტიკოსთა პროგნოზების თანახმად, სან-ხოსეში შესაძლოა კვლავ გაწვიმდეს.

ყველა ახალი ამბავი
0