(0:36 / 4.01Mb / просмотров видео: 51)

ყაზახეთის ელჩი: ჩემი ქვეყნიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა მატულობს

43
(განახლებულია 13:47 21.02.2017)

ყაზახეთის ელჩმა საქართველოში ერმუჰამეტ ერტისბაევმა „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას სიამოვნებით აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ტურისტების რაოდენობა იზრდება.

ყაზახეთის ელჩმა საქართველოში ერმუჰამეტ ერტისბაევმა დადებითად შეაფასა ორ ქვეყანას შორის მიმოსვლის დინამიკის ზრდა, რაც, მისი აზრით, პირდაპირ მიანიშნებს საქართველოსა და ყაზახეთს შორის საქმიანი და ტურისტული მოგზაურობის რაოდენობის ზრდაზე.

"სიამოვნებით ვუყურებ, თუ როგორ იზრდება ყოველწლიურად ტურისტების რაოდენობა ყაზახეთიდან და ძალიან მიხარია, რომ ქართველებიც მოგზაურობენ ყაზახეთში. მე პირადად ძალიან ვამაყობ იმით, რომ მონაწილეობა მივიღე ასტანიდან თბილისში დამატებითი რეისის დანიშვნაში — კვირაში ორჯერ. მე ცოტა ხნის წინ ჩამოვფრინდი ასტანიდან, თვითმფრინავი სავსე იყო, ასეთივე დატვირთული თვითმფრინავი გაფრინდა ასტანაში", — განაცხადა „Sputnik–საქართველოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში ყაზახეთის ელჩმა საქართველოში ერმუჰამეტ ერტისბაევმა.

საქართველოში ყაზახეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ტურისტული ნაკადის არსებული დონე არ არის ზღვარი და სახელმწიფოები ვალდებული არიან კონტაქტი კიდევ უფრო ინტენსიური გახადონ.

43
თემაზე
ასობით მართლმადიდებელი დახვდა ილია მეორეს თბილისის აეროპორტში
სამოსი ისლამის წესებით: ლონდონში მუსლიმების მოდის ჩვენება გაიმართა
ყაზახეთის ელჩი: საქართველოში მშობლიური და თბილი ატმოსფეროა
„რუსთავი 2“-ის მხარდამჭერ აქციაზე ათასობით ადამიანი მივიდა

ხალხმრავლობა საბადურის ტყეში: თბილისელები ფოტოსესიაზე გაემართნენ - ვიდეო

100
საბადურის ტყეში დასვენების დღეებში უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი. რა ხდებოდა ადგილზე - თვითმხილველის ვიდეოში უყურეთ

საბადურის თვალწარმტაცი ტყე თბილისიდან სიონის წყალსაცავისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. ეს ადგილი ძალიან პოპულარულია საქართველოს მკვიდრებშიც და სტუმრებშიც, განსაკუთრებით კი შემოდგომაზე, როდესაც აქ ყველაფერი ცეცხლოვანი, მოწითალო და შეყვითლებულია.

დასვენების დღეებში ტყეს უამრავი ადამიანი ესტუმრა. გამვლელები კამერებით იღებდნენ გზის გაყოლებაზე გაჩერებულ ავტომობილებს. ვიდეოს აღწერაში ავტორი Lasha Shalamberidze წერს, რომ მის კადრებზე ასახულია მანქანების საერთოდ რაოდენობის მხოლოდ მესამედი.

საბადურის ტყე გასაოცარი ადგილია, რომელიც ყველა გამვლელს თუ სტუმარს აჯადოებს. განსაკუთრებით ლამაზი აქაურობა შემოდგომაზე და ზამთარშია. ტყე თბილისის ეროვნული პარკის ნაწილია და მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ტყეების 20-ეულში შედის.

საბადურის ტყე თბილისიდან 20 წუთის სავალზეა, მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის რაიონში ზღვის დონიდან 600 - 1700 მეტრის სიმაღლეზე.

100

როგორ აკონტროლებენ პოლიციელები პირბადის მოხმარების წესს თბილისის მეტროში ვიდეო

77
(განახლებულია 21:02 26.10.2020)
საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უარესდება, იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა. იხილეთ ვიდეოში, როგორ აკონტროლებენ პოლიციის თანამშრომლები პირბადის ტარების წესს მეტროში.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1872-ით გაიზარდა. გარდაიცვალა 14 ადამიანი.

ოფიციალური ვებ-გვერდის StopCov მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში სულ 30303 შემთხვევა გამოვლინდა.

ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა ბოლო დღეებში იზრდება თბილისშიც. დღეს 913 შემთხვევა დადასტურდა. ქვეყნის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ პირბადის ტარება ქუჩაშიც გახდეს სავალდებულო.

 

77
სპეცოპერაცია ზუგდიდში

ზუგდიდში მძევლების აყვანა: პოლიციამ ეჭვმიტანილის სახლში ჩხრეკა დაასრულა

20
ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსმა პოლიციაში ეჭვმიტანილის მამა, ტარიელ ესებუა სამხარეო პოლიციაში პირადად გადაიყვანა

თბილისი, 26 ოქტომბერი - Sputnik. პოლიციამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერწკარში დაასრულა ჩხრეკა ბადრი ესებუას სახლში, რომელსაც ზუგდიდში ბანკის ძარცვა და მძევლების აყვანა ედება ბრალად.

პირველი არხის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაადასტურეს, რომ ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, თუმცა არ დაუზუსტებიათ, იყო თუ არა ამოღებული სახლიდან რაიმე ნივთები.

გარდა ამისა, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსმა ირაკლი ფაცაციამ ეჭვმიტანილის მამა, ტარიელ ესებუა პირადად გადაიყვანა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში. 

საგამოძიებო მოქმედებები ასევე დასრულდა ბადრი ესებუას ძმის, ბიძინა ესებუას სახლში. გამოკითხვაზე არიან გადაყვანილნი ბიკენტი და ბიძინა ესებუები. ასევე, გამოკითხვაზე გადაიყვანეს ბადრი ესებუას დეიდა და დეიდაშვილი.

შსს-მ დღეს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. შსს-მ ასევე მისი ფოტო გაავრცელა. მიმდინარეობს დამნაშავის ძებნის სპეცოპერაცია.

20
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა