ყაზახეთის ელჩი: საქართველოში მშობლიური და თბილი ატმოსფეროა

გამოწერა

ყაზახეთის ელჩმა ერმუჰამეტ ერტისბაევმა „Sputnik–საქართველოსთან“ ინტერვიუში ქვეყანაზე შექმნილ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.

საქართველოში ყაზახეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ ქვეყანაში უნიკალური პირობებია ქვეყნის სტუმრებისთვის.

ყაზახეთის ელჩი: საქართველოში უსაფრთხოების GEO VERSION - Sputnik საქართველო
ყაზახეთის ელჩი: საქართველოში უსაფრთხოების ძალიან მაღალი დონეა

"საქართველოში ძალიან თბილი ატმოსფეროა. როდესაც მე ვარ ევროპაში, ამერიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ვგრძნობ, რომ უცხო გარემოში მოვხვდი. რა თქმა უნდა, იქ ყველაფერი საკმაოდ კარგია, მაგრამ არ მაქვს ისეთი მშობლიური გრძნობა, როგორიც აქ, საქართველოში. საქართველოში სტუმრებს ყველა სიყვარულით ეპყრობა. საქართველო ამით გამოირჩევა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველო მშობლიური ქვეყანაა — ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში, და ბევრი ჩემი ახლობლისათვის და მეგობრისთვის. ყველას ვურჩევ საქართველოში ჩამოსვლას", — განაცხადა „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას ელჩმა.

ერმუჰამეტ ერტისბაევის თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში მისმა სამმა ნაცნობმა ადამიანმა შეწყვიტა თურქეთსა და ეგვიპტეში და სხვა ქვეყნებშიც მოგზაურობა. დასასვენებლად მათ საქართველოში დაიწყეს სიარული.

„ყველას ვეუბნები — გაატარონ შვებულება საქართველოში, ისინი უჯერებენ ჩემს რჩევას და მადლიერებიც არიან", — აღნიშნა ყაზახეთის ელჩმა.

ყველა ახალი ამბავი
0