„რუსთავი 2“-ის მხარდამჭერ აქციაზე ათასობით ადამიანი მივიდა

გამოწერა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა თბილისის ცენტრში მსვლელობა გამართეს. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა აქცია.

კვირას თბილისის ცენტრში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერ აქციაზე.

აქციის ჩატარებასთან დაკავშირებით ქალაქის ცენტრალური ქუჩები რამდენიმე საათის განმავლობაში გადაიკეტა.

„რუსთავი 2-ის“ მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო
Rustavi2 პირდაპირ ეთერში გადასცემს არხის მხარდამჭერ აქციას

აქციის მონაწილეები იყვნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და მოძრაობა "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები და ლიდერები, ასევე სხვა პარტიების, უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლები, რომლებმაც მსვლელობა გამართეს ვარდების მოედნიდან რუსთაველის გამზირის გავლით საქართველოს პარლამენტის შენობამდე.

პარლამენტის შენობასთან გაიმართა მიტინგი, რომლის მონაწილეებიც სიტყვის თავისუფლებას და ტელეკომპანიაზე ზეწოლის შეწყვეტას მოითხოვდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0