რა არის საჭირო რუსეთის უნივერსიტეტებში უფასოდ სასწავლად

გამოწერა

თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართულ შეხვედრაზე ორგანიზაცია საქართველოში რუსი თანამემამულეების საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელმა ნიკოლაი სვენტიცკიმ ქართველი აბიტურიენტებისთვის რუსეთის უნივერსიტეტებში სწავლის უპირატესობებზე და ჩარიცხვის წესებზე ისაუბრა.

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში განსაზღვრულ მიზნობრივ ადგილებზე ჩასარიცხად ქართველმა აბიტურიენტებმა სწორად როგორ უნდა შეიტანონ განცხადება და რა ფაკულტეტების არჩევა შეიძლება, ამის შესახებ ბრიფინგზე საქართველოს რუს თანამემამულეთა ორგანიზაციის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლაი სვენტიცკიმ ისაუბრა. 

„საგანმანათლებლო სისტემის თვალსაზრისით რუსეთი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა. ის ღიაა ნებისმიერი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს არჩევანი აქტუალურია, რადგან, პირველ რიგში, რუსულ დიპლომს მსოფლიოს 80 ქვეყანაში უპრობლემოდ იღებენ. მეორეც, აბიტურიენტს შესაძლებლობა აქვს, აირჩიოს ნებისმიერი უნივერსიტეტი რუსეთის 80 ქალაქის 500 უმაღლესი სასწავლებლიდან, რომლებიც 659 პროგრამასა და მიმართულებას გვთავაზობენ. და, ბოლოს, ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს უფასო სწავლის შესაძლებლობაზე“, — აღნიშნა სვენტიცკიმ.

ნიკოლაი სვენტიცკი - Sputnik საქართველო
რუსეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო სწავლება-მიღების პირობები

რუსეთში უფასო უმაღლესი განათლების მიღების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ „როსსოტრუდნიჩესტვოს“ (Россотрудничество — ფედერალური სააგენტო საზღვარგარეთ მცხოვრები დსთ-ის საქმეებსა და საერთაშორისო ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხებზე) ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
შემდეგ აუცილებელია პირადი მონაცემების ანკეტის შევსება, სასურველი ფაკულტეტის მითითება, ინფორმაცია მიღწევების შესახებ და რუსეთში უმაღლესი განათლების მიღების მოტივაცია. ამგვარად „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ვებ-გვერდზე აბიტურიენტის პერსონალური გვერდი იქმნება.

ამის შემდეგ აბიტურიენტს მიიწვევენ თბილისში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციაში, სადაც მის განაცხადს შესარჩევი კომისია განიხილავს. კომისიის შემადგენლობაში, რუსი დიპლომატების გარდა, იქნებიან საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

ყველა ახალი ამბავი
0