(1:38 / 10.16Mb / просмотров видео: 552)

გემრიელი რეცეპტები: გოგრა ტკბილი გულსართით

5883
(განახლებულია 16:18 07.02.2017)

სპეციალურად „Sputnik–საქართველოსთვის“ კულინარიული აკადემიის სტუდენტმა ალექსანდრე ბაინდურაშვილმა საკუთარი შესაძლებლობები გამოამჟღავნა და გაგვიზიარა "ტკბილგულსართიანი გოგრის" რეცეპტი. იხილეთ ჩვენი ვიდეოინსტრუქცია, თუ როგორ მოვამზადოთ ეს კერძი.

იმისათვის, რომ მოვამზადოთ ეს კერძი, დაგვჭირდება: საშუალო ზომის გოგრა, სასურველია რბილი ქერქით; 300-350 გრამი ბრინჯი; 100 გრამი შაქარი; ერთი ფორთოხალი; ერთი ლიმონი; ერთი კომში; ოთხი კივი; 500 გრამი სხვადასხვა ხილის ჩირი; 200 გრამი ნიგოზი; ვანილი მომცრო ზომის შეფუთვით.

მომზადების წესი: თავდაპირველად გოგრას ვაჭრით ზედა ნაწილს და თესლს ვაშორებთ. შემდეგ ვხარშავთ ბრინჯს ოდნავ მარილიან წყალში, შემდეგ ვაციებთ ცივი წყლით და ველით მის ჩამოწურვას. ბრინჯს ვუმატებთ ლიმნისა და ფორთოხლის ქერქს, თხლად ვჭრით კომშს, კივის, ნიგოზს, ჩირს და ვუმატებთ ფორთოხლის წვენს, შაქარს და ვანილს. ეს ყველაფერი კარგად უნდა ავურიოთ.

მიღებულ მასას ვათავსებთ გოგრაში, ვაფარებთ ზემოდან და ვდგამთ ღუმელში 40-50 წუთის განმავლობაში 200 გრადუსზე. როდესაც გოგრა გარედან კარგად შეიწვება და ქერქი დარბილდება, შეგვიძლია გამოვიღოთ ღუმელიდან და დავჭრათ. გემრიელად მიირთვით!

5883
თემები:
გემრიელი სამზარეულო (95)
თემაზე
Нана, ты супер! – ასე გამოხატეს გრიბოედოვის თეატრში მხარდაჭერა
ბუქარესტში მთავრობის წინააღმდეგ მრავალათასიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
საქართველოში ო'ჰენრის მოთხრობის მიხედვით ფილმი გადაიღეს
რა იციან აზერბაიჯანელებმა საქართველოს შესახებ ღვინის გარდა

რუსულმა გამანადგურებლებმა Су-27 აშშ-ის სადაზვერვო თვითმფრინავები ჩაიჭირა

249
(განახლებულია 22:50 07.08.2020)
რუსულმა გამანადგურებლებმა Су-27 შავი ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე აშშ-ის სადაზვერვო თვითმფრინავები ჩაიჭირა

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რუსულმა ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღებამ სტრატეგიული სადაზვერვო თვითმფრინავი RC-135 და საავიაციო პატრული Р-8А „პოსეიდონი“ აღმოაჩინა. მსგავსი შემთხვევა ცოტა ხნის წინაც მოხდა. დაახლოებით ერთი კვირის წინ რუსმა მფრინავებმა შავი ზღვის აკვატორიაში ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავები ჩაიჭირეს. დაწვრილებით - ჩვენს ვიდეოში იხლავთ.

249

ქაოსი თუ სამოთხე: როგორ შეაფასეს თბილისელებმა განახლებული ჭავჭავაძე ვიდეო

354
(განახლებულია 19:35 07.08.2020)
გარემონტებული ჭავჭავაძის გამზირი ბოლო კვირაში თითქმის ყველაზე აქტუალურ თემად იქცა თბილისელებისთვის. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში, როგორ და რატომ გაიყო ქალაქის მოსახლეობის აზრი ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩის გარემონტებასთან დაკავშირებით.

თბილისის ცენტრში საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ავტომობილების გადაადგილების ახალმა სქემამ უკვე მოახერხა მოწინააღმდეგეთა მთელი არმიის შეკრება. 

რემონტის დროს საგრძნობლად გაფართოვდა საფეხმავლო ზონა და შემცირდა სავალი ნაწილი. ავტობუსების გაჩერებები გზის ცენტრში განათავსეს.

მოძრაობის ახალი სქემის თანახმად, ავტობუსები მათთვის გამოყოფილ რევერსულ ზოლებში გადაადგილდებიან.

მოძრაობის ახალმა სქემამ მომენტალურად გამოიწვია ავტომობილისტების უკმაყოფილება. გამზირის გახსნის პირველ დღეს თბილისი „გაჩერდა“ – გაჩნდა უზარმაზარი „საცობები“. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მომენტისთვის ჭავჭავაძეზე სიტუაცია გაუმჯობესებულია.

რაც შეეხება ქვეითებს, ისინი კმაყოფილი არიან, მათთვის საკმაოდ გაადვილდა და კომფორტული გახდა გადაადგილება საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც და ფეხითაც, რადგან გამზირზე უამრავი შუქნიშანი დამონტაჟდა.

ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ მათთვის მთავარი პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყო. ქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, მიზანი იყო ის, რომ საზოგადოებამ არჩევანი გააკეთოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სასარგებლოდ – მეტროსა და ავტობუსების და უარი თქვას კერძო ტრანსპორტზე.

354
ჟურნალისტები მცხეთის სასამართლოსთან

სიკვდილის ჟურნალისტიკა

0
(განახლებულია 15:47 11.08.2020)
გაბრიელ გარსია მარკესს აქვს ერთი არაჩვეულებრივი ნაწარმოები - „გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა“, სადაც მოვლენები ისე ხატოვნადაა აღწერილი, მკვლელობის დროს დანაზე ადენილი სისხლის სუნის ოხშივარიც კი გცემს...

ვერ გეტყვით, მარკესის გავლენაა თუ ზოგადად, ე. წ. სისხლიანი ჟურნალისტიკის ხიბლი საზოგადოების ინტერესიდან მოდის, თუმცა ქართული მედია რომ ბოლო ხანებში ნეკროფილს დაემსგავსა, ფაქტია და თვით ყველაზე სიტყვის თავისუფლების მომხრე ლიბერალი არასამთავრობოების რისხვაც კი დაიმსახურეს.

თავად წარმოიდგინეთ, ამ რთულ რეალობაში საქართველოს არც თუ მრავალრიცხოვანი მოსახლეობა ყოველ საღამოს იზაფრება მორიგი გაუხსნელი მკვლელობით, ხოლო მედია სისხლის სუნს იკრავს თუ არა, სასწრაფოდ აჩაღებს ნადირობას მის ახლობლებზე, ოჯახის წევრებზე, ადვოკატებზე და ა. შ. პოლიტიკური შეფასებები ხომ საერთოდ წარმოუდგენელი ამბავია ამ ვაკხანალიაში.

ასე და ამგვარად მთელი საქართველო იცნობს და მსჯელობს, ვინ იყო გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი და შეყვარებული, ეს ბაჩანა უყვარდა, სხვა ბაჩანა თუ საერთოდ, თავისი უფროსი; რა წერილი მისწერა დედას 12 წლის წინათ; რა წამალი დალია და დადიოდა თუ არა ფსიქოლოგთან... არანაკლებ შეაწუხეს ცნობისმოყვარეებმა გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის სული, თუმცა როგორც კი დედამ ამოიგმინა, შვილის გლოვა მაცალეთო, მედია ცოტათი დაცხრა და სხვა, არანაკლებ სენსაციურ თემებზე გადაერთო.

ნეკროფილიასთან შეზავებული ყვითელი ჟურნალისტიკა დანაშაული არაა, მაგრამ არც ეთიკურია. საქართველოში არსებობს მაუწყებელთა ეთიკის კოდექსი, რომელიც ასევე 48-49 მუხლებში შეიცავს დანაშაულისა და კრიმინალის ეთიკურად გაშუქების წესებს და თანაც - კანონით სავალდებულო ძალა აქვს, თუმცა ბუნებრივია და გასაგებია, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ამ მუხლებით შენიშვნასაც კი ვერავის მისცემს - მყისვე პოლიტიკური ანგაჟირებულობა დაბრალდება. ამ მხრივ „თავისუფალ მედიას“ ისევე აძლევს ხელს დისკრედიტირებული კომისია, როგორც „ოცნებას“ - „ნაციონალური მოძრაობა“.

აღსანიშნავი და გასაკვირია ის ფაქტი, რომ რამდენიმე საქმეზე პერსონალური მონაცემები არა მხოლოდ მედიამ, არამედ სამართალდამცავებმაც გაასაჯაროვეს. ამ საქმეს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი შეისწავლის და ძალიან სასარგებლო იქნება, თუკი პერსონალური მონაცემების დაუცველობისათვის მასზე პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან. ამით კარგი პრეცედენტი შეიქმნება, რათა ადამიანებმა გააცნობიერონ, რომ გარდაცვლილს ისევე გააჩნია პატივი, ღირსება და საკუთარი გრძნობების დამალვის უფლება, როგორც ცოცხალ ადამიანებს, უფრო სწორად - მათ ეს უფრო სჭირდებათ.

მანამდე კი, სანამ ქართული ტელეეთერიდან ცოცხალ-მკვდარს თანაბარი დაუნდობლობით განიხილავენ. ფეისბუქში სულ უფრო ხშირად წააწყდებით სტატუსებს, სადაც ადამიანები ახლობლებს უბარებენ, რომ თუ, ღმერთმა ნუ ქნას და რაიმე დაემართათ, არც ერთ ტელეკომპანიაში არ მივიდნენ და არ მოყვნენ მათ შესახებ ათასი ტყუილ-მართალი. ყველა გახმაურებულ საქმეს ეხლა კარგი, დაფიქრებული და ექსპერტიზაზე დამყარებული გამოძიება სჭირდება. ზოგადად, ხმაური და მძვინვარება კი აიძულებს ძალოვანებს, მეტი იმუშავონ და საქმეები გახსნან, ამას ვერ უარყოფ, თუმცა მიცვალებულთა სულებში ასეთი ხელების ფათურიც არ შეეფერება 21-ე საუკუნის ცივილიზებულ საზოგადოებას და კიდევ - ჟურნალისტიკის არსი სწორედ სკანდალი და უცნაურობაა. ამის გამო მედიას ვერ გავაკრიტიკებთ. ცნობილია გამოთქმა, რომ ახალი ამბავი არაა, თუ ძაღლმა ადამიანს უკბინა, მაგრამ თუ ადამიანმა უკბინა ძაღლს, ამას ერთი-ორი თოქ-შოუ ნამდვილად მიეძღვნება. მთავარია, მედია საზოგადოების ინტერესების მოდარაჯე ძაღლის როლიდან არ შევიდეს დაუპატიჟებელი ჭირისუფლის როლში, რომელიც მიკროფონს თხრის პირში შვილის დაღუპვით აქვითინებულ და განადგურებულ დედას, მერე კი წერს, რომ ამ კადრებმა „ბი-ბი-სის“ რეიტინგიც კი მოხსნა. მოხსნიდა, აბა, რა, ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელზე ხომ ასეთი კადრების ნახვა წარმოუდგენელია. ისინი საკუთარ სახელმწიფოს და მოქალაქეებს პატივს სცემენ. ჩვენ კი, სისხლიან რეალობას შეჩვეულები, სულ უფრო მეტად გვიყალიბდება ასეთი ესთეტიკა. მერე გვიკვირს, რატომაა ახლა თაობა ასეთი სასტიკი და დაუნდობელი, რადგან ის, რაც ეკრანიდან მოდის, ადამიანთა სულებში ინაცვლებს. ასე რომ, ნუ მოვკლავთ ჯაფარას, ნუ მოვკლავთ შაქარას და სიკვდილის შემდეგ ნუ მოვკლავთ კიდევ ერთხელ ამ ულამაზეს თამარ გოგოს... დარჩეს რაღაც ლამაზი და იდუმალი მის გაუჩინარებაში, გამომძიებლებმა კი იტეხონ თავი სისხლიან ფოლიანტებზე და გახსნან დანაშაული, მოკლეს თუ თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ეს პეპელასავით ლამაზი და ფრთაფარფატა გოგო...

- და ზოგადად, მგონი, მაქვს უფლება, ვინატრო, უფრო ნაკლები სიკვდილი და გარდაცვალება გაგვეგოს და უფრო მეტი - კარგი, ოპტიმისტური ახალი ამბები არა ჩრდილოეთ კორეის სტილში, არამედ რეალურად. რეალურად რომ ხდებოდეს, ისე...

 

 

0