სირიის არმიის შეტევა ბოევიკებზე დამასკის გარეუბანში. ბრძოლის კადრები

გამოწერა

სირიის არმია განაგრძობს ბოევიკების პოზიციების დაბომბვას დამასკის გარეუბნებში, სადაც ქვეყნის დედაქალაქის ახლო ტერიტორიების ტერორისტებისგან გათავისუფლება მიმდინარეობს.

რუსეთის საჰაერო ძალების გენშტაბის მეთაურმა, არმიის გენერალმა ვალერი გერასიმოვმა განაცხადა, რომ სირიაში ქვეყნის დედაქალაქის გარეუბნების ტერორისტებისგან გათავისუფლების პროცესი მიმდინარეობს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი".

"ამ დროის განმავლობაში განადგურებულია დიდი ბანდფორმირებები ჰამისა და ჰომსას რაიონებში. ბოევიკებისგან გაიწმინდა პროვინცია ლატაკია, ტერორისტებისგან გათავისუფლება მიმდინარეობს დამასკის გარეუბნებშიც, თავისუფალია ძირითადი სატრანსპორტო მაგისტრალი, რომელიც დედაქალაქს ქვეყნის ჩრდილოეთთან აკავშირებს. გათავისუფლებულია ძირითადი მნიშვნელობის ქალაქები ალეპო და ელ-კარიატეინი", — განაცხადა გერასიმოვმა სამშაბათს თავდაცვის სამინისტროში გამართულ სელექტორულ სხდომაზე.

ყველა ახალი ამბავი
0