საქართველოს და ისრაელის პრეზიდენტებმა იერუსალიმში მომხდარი ტერაქტი დაგმეს

გამოწერა

საქართველოსა და ისრაელის პრეზიდენტებმა თბილისში გამართულ საერთო პრესკონფერენციაზე ტერორიზმთან ბრძოლის აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ვიდეო, თუ რა განცხადებები გააკეთეს ორი ქვეყნის ლიდერებმა.

ტერორისტული ორგანიზაციები ვერასდროს გაიმარჯვებენ, განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა რეუვენ რივლინმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

"მე აქ ჩამოვედი იერუსალიმიდან, ქალაქიდან, სადაც ახალგაზრდა ქალებსა და მამაკაცებს ვგლოვობთ, რომლებიც ტერორიზმს შეეწირნენ. ტერორიზმი ვერასდროს გაიმარჯვებს, ვერასდროს!" — განაცხადა რივლინმა.

8 იანვარს იერუსალიმში უცნობმა ადამიანმა ტურისტებისთვის პოპულარულ არმონ ჰა-ნაცივის მოედანთან ახლოს სატვირთო მანქანით გადაუარა სამხედრო მოსამსახურეების ჯგუფს. შემთხვევას შეეწირა ოთხი ადამიანის სიცოცხლე, დაშავდა 15. თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. ხელისუფლება მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაციას ანიჭებს.

საქართველოს პრეზიდენტმა იერუსალიმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოუცხადა რივლინს და ტერორიზმის ნებისმიერი გამოვლინება დაგმო.

"ქართველი სამხედროები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში მყარად დგანან გლობალური უსაფრთხოების სადარაჯოზე და ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძვიან. ჩვენ ამ ღირებულებების ერთგულებას ვამტკიცებთ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც. დღეს ჩვენ გვერდში ვუდგავართ ებრაელ ხალხს, გამოვთქვამთ სამძიმარს ამ მძიმე წუთებში", — განაცხადა მარგველაშვილმა.

მარგველაშვილის აზრით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ტერორიზმის პრობლემის გადაჭრის ეფექტურ მეთოდს იძლევა.

ყველა ახალი ამბავი
0